უჩვეულო საჩოგბურთო მატჩი - კაროლინ ვოზნიაცკი ბარაკ ობამას წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩოგბურთი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ითამაშა.

ეს უჩვეულო შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრის სახლის ეზოში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციის, The White House Easter Egg Roll-ის ფარგლებში გაიმართა.

საგამოფენო მატჩი, რომელიც პრეზიდენტის მეუღლის, მიშელ ობამას მიერ იყო ორგანიზებული, წყვილებში გაიმართა - პრეზიდენტსა და ჩოგბურთელს გვერდს ბავშვები უმშვენებდნენ.

"ძალიან მომეწონა თამაში, მადლობა ბატონ პრეზიდენტს", - დაწერა თავის "ტვიტერში" მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული