თეთრ სახლში კათოლიკურ აღდგომასთან დაკავშირებით ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სხვებთან ერთად, დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკიც იყო მიწვეული. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელიდან არ გაუშვა შანსი და მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერთან ჩოგბურთი ითამაშა.
"უდიდესი სიამოვნება მივიღე დღევანდელი მატჩით. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო", - დაწერა თავის "ტვიტერზე" კაროლინ ვოზნიაცკიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"