უიმბლდონი. IV დღე: კვიტოვა მესამეს უმიზნებს

AutoSharing Option
როგორც იქნა, ქალთა ტურნირზე დღემ სერიოზული სენსაციების გარეშე ჩაიარა. პირველ რიგში ვთქვათ რუსების კატასტროფაზე - მათი ხუთი წარმომადგენელი გავიდა კორტზე და უკლებლივ ყველამ წააგო.

ამასობაში, უიმბლდონზე მესამე ტიტულს სერიოზულად დაუმიზნა პეტრა კვიტოვამ. პირველ წრეში კიკი ბერტენსის 35 წუთში დამარცხების შემდეგ, ამჯერად, ჩეხმა 58 წუთში გაანადგურა იაპონელი კურუმი ნარა - 6:2, 6:0. პეტრამ მატჩი ზედიზედ რვა გეიმის აღებით დაასრულა. გამარჯვებულს ამ ხანმოკლე მატჩში 23 "ვინერსი" და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. მესამე წრეში ჩეხი სერბ ელენა იანკოვიჩს შეხვება, რომელმაც 6:7, 6:1,
6:3 მოუგო ევგენია როდინას. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში იანკოჩივს სეტ-ბოლი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოუწია მეორე და მესამე სეტების ჩატარება. კვიტოვა ურთიერთშეხვედრებში 4:2 იგებს ელენას.

* * *
ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგში აქვს კაროლინ ვოზნიაცკის. დანიელმა პირველ პარტიაში 6:1 გაანადგურა ჩეხი დენისა ალერტოვა, მეორეში კი 5:1 დაწინაურდა და... თავის სტილში აურია თამაში. კაროლინმა მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა, შემდეგ ტაი-ბრეიკზეც ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი, მაგრამ ბოლო მაინც მოიგო საჩოგბურთო ლატარია - 8:6. ვოზნიაცკის შემდეგი მეტოქე კამილა ჯორჯი იქნება. იტალიელმა 6:0, 7:6 მოუგო ესპანელ ლარა არუაბარენას, ხოლო დანიელთან 2:1 მიჰყავს ურთიერთშეხედრათა ანგარიში.

* * *
გუშინ, ყველაზე ხანმოკლე მატჩი აგნიეშკა რადვანსკას მონაწილეობით იყო, რომელიც თანადთან გამოდის კრიზისიდან. პოლონელმა 49 წუთში გაანადგურა აილა ტომლიანოვიჩი - 6:0, 6:2. ეს იყო აგნიეშკას რევანში როლან გაროსზე შარშან წაგებული მატჩისთვის.

რადვანსკამ მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, აქედან სამი მაშინ, როცა მატჩზე აწვდიდა.

როგორც გითხარით, რადვანსკა კრიზისიდან გამოდის, რაზეც მიანიშნებს არა მხოლოდ ამ უიმბლდონზე მისი თამაში, არამედ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნოტინგემის ნახევარფინალში და ისტბურნის ფინალში გასვლა.

მესამე რაუნდში პოლონელის მეტოქე კეისი დელაკუა იქნება. ავსტრალიელმა მე-17 ნომრად განთესილი უკრაინელი ელინა სვიტოლინა გააგდო - 7:6, 6:3.

ქალები
II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5)-დენისა ალერტოვა (ჩეხ) 6:1, 7:6(6); კამილა ჯორჯი (იტა, 31)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:0, 7:6(5); გარბინ მუგურუსა (ესპ, 20)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 4:6, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 7:5, 6:2; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:2, 6:1; საბინ ლისიცკი (გერ, 18)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:2, 5:7, 6:1; კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26) 3:6, 6:3, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:3, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8) 6:2, 7:5; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ალიზ კორნე (საფ, 25) 7:6(6), 2:6, 6:1; მედისონ კისი (აშშ, 21)-ელიზავეტა კულიჩკოვა (რუს) 6:4, 7:6(3); ტატიანა მარია (გერ)-ინ-ინ დუანი (ჩინ) 1:6, 6:2, 10:8; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-აილა ტომლიანოვიჩი (ხორ) 6:0, 6:2; კეისი დელაკუა (ავსტრა)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 17) 7:6(3), 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 28)-ევგენია როდინა (რუს) 6:7(4), 6:1, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-კურუმი ნარა (იაპ) 6:2, 6:0.

1/16 ფინალი
ს. უილიამსი (1)-უოტსონი; კრუნიჩი-ვ. უილიამსი (16); მლადენოვიჩი-აზარენკა (23); ბენჩიჩი (30)-მატეკი; შარაპოვა (4)-ბეგუ (29); დიასი-პეტკოვიჩი (14); ვანდევეგე-სტოსური (22); სტივენსი (აშშ)-საფაროვა (6); ვოზნიაცკი (5)-ჯორჯი (31); მუგურუსა (20)-კერბერი (10); ბაშჩინსკი (15)-ლისიცკი (18); კრ. პლიშკოვა-ნიკულესკუ; რიბარიკოვა-გოვორცოვა; კისი (21)-მარია, ა. რადვანსკა (13)-დელჯაკუა, იანკოვიჩი (28)-კვიტოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული