რამდენს გამოიმუშავებს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/16-ფინალში გასვლით 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.


23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც 4 ივლისს მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ესპანელ მეტოქეს დაამარცხებს, შემდეგ შეხვედრაში, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანს, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

უიმბლდონის 1/16-ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 127 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, ყოველ მომდევნო
ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი საპრიზო ფონდი მატულობს - მეოთხედფინალში ფულადი ჯილდო 241 ათას ფუნტს შეადგენს, ნახევარფინალში - 470 ათას ფუნტს, ფინალში კი - 940 ათას ფუნტ სტერლინგს. ხოლო უიმბლდონის წლევანდელი გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში მამაკაცებს შორის 1 880 000 ფუნტს მიიღებს.

უიმბლდონის ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდო წელს, გასულ წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და 26,75 მილიონი ფუნტი შეადგინა. ერთეულთა თანრიგში როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის გამარჯვებულები კი, 2014 წელთან შედარებით, 120 ათასი ფუნტით მეტს მიიღებენ.

წყარო: bpn.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან კარგია, რომ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ჟურნალისტების მხრიდან ნიკოლოზის წარმატებას, რომელსაც თავისი შრომით აღწევს, იმიტომ რომ არც მწვრთნელი ყავს და ჩოგბურთის ფედერაციაც არანაირად არ ეხმარება. იქნებ დაუსვან კითხვები ფედერაციის პრეზიდენტს რატომ არ დაინახეს შეგნებულად მისი ტალანტი და ნიჭი უფრო ადრეულ ასაკში, იმიტომ ხომ არა, რომ მის შვილზე უფრო წარმატებული იქნებოდა? ან ეხლა რატომ არ ხდება მისი ხელშეწყობა? კაცი ტურნირებზე თავისი სახსრებით დადის და მწვრთნელიც კი არაყავს რომ უფრო მეტად განვითარდეს. აუცილებელიად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ.
giorgi
14:55 03-07-2015
0
მე მგონი არასწორად ანგარისშობთ.129 ათასი უკვე ეკუთვნის მეთექვსმეტე ფინალში გასვლისთვის.
jumber
15:39 03-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული