ატლანტაში ყურადღება მიპყრობილი იყო როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგისკენ, რადგან იქ გამოდიოდნენ ენდი როდიკი და მერდი ფიში. როდიკმა 2012 წელს დაასრულა კარიერა, მაგრამ მეგობრისთვის გადაწყვიტა ცოტა ხნით ჩოგნის ისევ ხელში აღება, რადგან ფიში აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ აპირებს ჩოგბურთიდან წასვლას.
წყვილთა თანრიგში შეიძლებოდა მიგვეღო ძალიან ლამაზი ფინალი - როდიკი და ფიში ძმები ბრაიანების წინააღმდეგ. მაგრამ ენდიმ და
რაც შეეხება ერთეულებს, ატლანტაში მეხუთედ გავიდა ფინალში ჯონ ისნერი. პირველ ნომრად განთესილ ამერიკელს ყველა მატჩში ჰქონდა სირთულეები, მაგრამ კარგი მოწოდება და სამ შეხვედრაში 77 ეისი დაეხმარა ფინალამდე მისვლაში, სადაც მარკოს ბაღდატისს დაუპირისპირდა.
ჩოგბურთელებმა კორტზე ზუსტად ერთი საათი გაატარეს, რომლის დროსაც ისნერმა 13 ეისი ჩააწოდა და სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. კვიპროსელს ბრეიკი არ შეუსრულებია და 3:6, 3:6 წააგო. ისნერი და ბაღდატისი მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამერიკელმა მეექვსედ მოუგო კვიპროსელს. ისნერმა ატლანტაში ზედიზედ მესამედ მოიგო ტიტული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"