ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების ათეული

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა ზედიზედ მეთერთმეტედ ჩაუდგა სათავეში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სიას.

ჟურნალმა "ფორბსმა" გამოითვალა სპორტსმენების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში გამომუშავებული თანხები და შარაპოვამ ხუთი მილიონით გაუსწრო ასევე ჩოგბურთელს, ამერიკელ სერენა უილიამსს.

მარიას წლიურმა შემოსავალმა 29.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან 23 მილიონი სპონსორულ ხელშეკრულებებსა და სხვა კომერციულ მოღვაწეობაზე მოდის. წინა წელთან შედარებით, შარაპოვას შემოსავალი 4.8 მილიონით გაიზარდა.

სერენა უილიამსმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24.6 მილიონი გამოიმუშავა. აქედან 11.6 მილიონი საჩოგბურთო ტურნირებიდან მოღებული ჰონორარია.

სამეულშია კიდევ
ერთი ჩოგბურთელი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. მისი შემოსავალი 14.6 მილიონს (კორტზე - 3.6 მილიონი) შეადგენს.

ათ ყველაზე მდიდარ სპორტსმენს შორის პირველად მოხვდა Ultimate Fighting Championship-ის გამარჯვებული, მებრძოლი რონდა როუზი. ბოლო 12 თვის განმავლობაში მან 6.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ყველაზე მდიდარი ქალი სპორტსმენების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. მარია შარაპოვა - 29.2 მლნ.
2. სერენა უილიამსი - 24.6 მლნ.
3. კაროლინ ვოზნიაცკი - 14.6 მლნ.
4. დანიკა პატრიკი - 13.9 მლნ.
5. ანა ივანოვიჩი - 8.3 მლნ.
6. პეტრა კვიტოვა - 7.7 მლნ.
7. სიმონა ჰალეპი - 6.8 მლნ.
8. რონდა როუზი - 6.5 მლნ.
9. სტეისი ლუისი - 6.4 მლნ.
10. აგნიეშკა რადვანსკა - 6.0 მლნ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული