სიმონა ჰალეპი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა

AutoSharing Option
ქალთა ნახევარფინალებში კიდევ უფრო ნაკლები ბრძოლა იყო: წაგებულმა ჩოგბურთელებმა ვერც ერთ სეტში ხუთი გეიმიც კი ვერ აიღეს. აქაც ვიხილეთ ერთი უკრაინელი ჩოგბურთელი. ელინა სვიტოლინამ კარგად დაიწყო სერენა უილიამსის წინააღმდეგ: ბრეიკით მოახერხა წინ გასვლა - 2:0 და ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მაგრამ ამერიკელი დაგვიანებით, მაგრამ შევიდა თამაშში და შეცდომების გამოსწორება დაიწყო.

პარტიის შუა ნაწილიდან, სვიტოლინას დაცვაში თამაში მოუწია და მეტოქის შეცდომების იმედად იყო, მაგრამ ყოველი გეიმის შემდეგ, სერენა სულ უფრო უკეთ აწვდიდა და იღებდა მეტოქის მოწოდებებს. თუმცა ამერიკელის თამაშს მაინც არ ეთმოდა იდეალური,
რადგან მსოფლიოს პირველ ჩოგანს რვა ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

როგორც უილიამსმა აღნიშნა, ცინცინატის ტურნირამდე ორი კვირა არ უთამაშია და საერთოდ არ ავარჯიშებდა მოწოდებას.

ეს სტატისტიკამაც დაადასტურა: სვიტოლინამ ორი ბრეიკი შეასრულა და რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. სერენამ სხვა ფაქტორების ხარჯზე მოიგო ეს მატჩი: მთელი მატჩის განმავლობაში, უკრაინელმა მხოლოდ ერთხელ აიღო საკუთარი გეიმი იოლად, საერთო ჯამში კი მარტივი ქულები არ ჰქონდა - ყოველ გათამაშებაში ბრძოლა და მაქსიმალური კონცენტრაციის შენარჩუნება უწევდა. სვიტოლინას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრძოლა გაუმართა რეიტინგის ლიდერს და შორს არ უშვებდა მას, თუმცა, საერთო ჯამში, ამერიკელი ძალიან მძლავრად თამაშობდა და დაიმსახურა გამარჯვება - 6:4, 6:3.

* * *
მეორე ნახევარფინალში სიმონა ჰალეპმა გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო ელენა იანკოვიჩს - 6:1, 6:2, მაგრამ ამ შედეგმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ბევრ გეიმში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელებმა ერთი კვირის წინ, ტორონტოშიც ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და მაშინაც ორ სეტში რუმინელმა მოიგო.

იანკოვიჩმა მხოლოდ 1:6, 1:3-ზე შეძლო მომატება, ბრეიკი შეასრულა და თითქოს ბრძოლა მოახვია თავს მეტოქეს, მაგრამ რუმინელმა საკმაოდ სუფთა მატჩი ჩაატარა და ფინალში სერენა უილიამსზე გავიდა.

ჰალეპისთვის ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო - ამით მან რეიტინგში მეორე ადგილი წაართვა მარია შარაპოვას და მოახლოებულ ამერიკის ღია პირველობაზე მეორე ნომრად იქნება განთესილი. ეს კი ფინალამდე სერენასთან თამაშს ააცილებს თავიდან.

1/8 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კარინ კნაპი (იტა) 6:0, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15) 4:6, 6:4, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 6)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 2:6, 6:4, 6:1; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 7)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 6:2 უარი; ელენა იანკოვიჩი (სერ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 8) 6:2, 3:6, 7:5; ელინა სვიტოლინა (უკრ, 14)-კაროლინ გარსია (საფ) 6:0, 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 1:6, 3:0 უარი; ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:3, 3:6, 6:4.

1/4 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ანა ივანოვიჩი (სერ, 6) 3:6, 6:4, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 7:6(3), 6:2; ელინა სვიტოლინა (უკრ, 14)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 7) 6:4, 2:6, 6:0; ელენა იანკოვიჩი (სერ)-ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:4, 6:2.

1/2 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 14) 6:4, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ელენა იანკოვიჩი (სერ) 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული