ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ნიუ იორკის მაღალი მოდის კვირეულის რანგში წარმოადგინა კოლექცია, სახელწოდებით - Serena Williams Signature Statement. ის შექმნილია კომპანია HSN-სთან თანამშრომლობით.
წყაროს ცნობით, კოლექციის ჩვენებას ესწრებოდნენ სერენას შეყვარებული, რეპერი დრეიკი და Vogue-ის ამერიკული გამოცემის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"