პეტრა კვიტოვა სინგაპურში მიდის

AutoSharing Option
ჩეხი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეოთხე მონაწილე გახდა. სეზონის დასკვნითი ტურნირი სინგაპურში 25 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება.

25 წლის კვიტოვა ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს შემაჯამებელ ტურნირზე. 2011 წელს, მან აქ მთავარი პრიზის მოპოვება შეძლო.

ჩეხმა 2015 წელს სამი ტურნირი მოიგო - სიდნეიში, მადრიდსა და ნიუ ჰევენში.
კვიტოვამდე, წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს - რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, რუსმა მარია შარაპოვამ და ესპანელმა გარბინ მუგურუსამ. ამ სიაში უნდა ყოფილიყო ამერიკელი სერენა უილიამსიც, მაგრამ მან ვადაზე ადრე დაასრულა
სეზონი ტრავმებისა და დაღლილობის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული