კაროლინ ვოზნიაცკის ახალი რომანი

AutoSharing Option
დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ რომანი გააბა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის უმცროს ძმასთან - მარკო ჯოკოვიჩთან. ამის შესახებ იტყობინება სლოვენიური გამოცემა RTV Slo.

წყაროს ცნობით, კარომ და მარკომ ერთმანეთი ოქტომბრის დასაწყისში, პეკინში იქაურ ტურნირში მონაწილე ჩოგბურთელებისთვის მოწყობილ საღამოზე გაიცნეს.


შეგახსენებთ, რომ 25 წლის ვოზნიაცკი 2011-14 წლებში გოლფის ვარსკვლავს რორი მაკილროის ხვდებოდა და მასთან დანიშნულიც კი იყო, მაგრამ 2014 წლის მაისში, რორიმ ნიშნობა გააუქმა, რადგან მისი თქმით, მზად არ იყო ქორწინებისთვის.

იმავე წლის დეკემბერში, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ამერიკის ფეხბურთის
მოთამაშის რაიან კერიგანის საზოგადოებში შენიშნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
..... ახალგაზრდა გოგო და ეგაა DDDDD
xooo
10:45 23-10-2015
0
ჩოგბურთელებში ყველაზე ლამაზი და სექსუალურია.
jumber
16:19 23-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული