ქორწილი დანიშნულია - ანა ბასტიანს მიყვება

AutoSharing Option
სერბული პრესის ინფორმაციით, სერბი ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი და გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვანიშტაიგერი თავიანთი ურთიერთობის დაკანონებას აპირებენ. კერძოდ, საქორწინო ცერემონია ამა წლის ივნისში გაიმართება.

თარიღი იმის მიხედვით არის შერჩეული, რომ სპორტსმენებს არ მოუწიოთ მნიშვნელოვანი ტურნირები გამოტოვება. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი დაელოდება პრემიერლიგისა და ევრო 2016-ის დასრულებას.

ივანოვიჩი კი დასვენებას შეძლებს როლან გაროსსა და უიმბლდონს შორის.

სავარაუდოდ, ქორწილი ბელგრადში გაიმართება. ანა და ბასტიანი 2014 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული