მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის 10.000-იან ტურნირში ორ ფრონტზე იბრძვის

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის 10.000-იან ტურნირში მონაწილეობს. წყვილებში ნასტასია კოლართან (სლოვენია) შეამხანაგებული ჩვენებური მეორე ნომრადაა განთესილი.

29 მარტს, ქართულ-სლოვენიურმა დუეტმა დაძაბულ პაექრობაში აჯობა ელენა კადარისა (რუმინეთი) და ბრენდა ნიუკის (შვედეთი) ტანდემს - 7:5, 7:6 და მეოთხედფინალში ანა მარია პროკაჩისა (იტალია) და ალექსანდრა ვალტერსის (ავსტრალია) წყვილთან გაარკვევს ურთიერთობას.

ანამ და ალექსანდრამ გუშინ მარია ჩანი (შვედეთი) და ფაბიან შმიდტი (გერმანია) ჩამოიშორეს გზიდან.

ერთეულებში ბოლქვაძეს განთესვით მე-5 ნომერი აქვს. სტარტზე იგი უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მეტოქეობას გაუწევს რუს
ვალერია პოგრებნიაკს, რომელმაც გუშინ დალილა სპიტერს (იტალია) სძლია - 7:5, 2:6, 6:4.

* * *
საფრანგეთში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) სოფიო შაფათავამ ერთეულებში მეხუთე ნომრად განთესილი ჩეხი ტერეზა შმიტკოვა დაამარცხა (6:0, 3:6, 7:6), გუშინ კი წყვილებში შვედ კორნელია ლისტერთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჯოსელინ რეისა და ანა სმიტთან (ორივე-დიდი ბრიტანეთი) ვერაფერს გახდა - 3:6, 1:6 წააგო.

* * *
ანტალიურ ტურნირს (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) დაემშვიდობა ანა შანიძე. ერთეულებში საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორთაბრძოლა ემილი არბუჩნოტთან (დიდი ბრიტანეთი) დათმო - 1:6, 0:6.

წყვილებში შანიძე და ვასილისა აპონასენკო (რუსეთი) დიანა ნეგრეანუსა (რუმინეთი) და კაროლინა რომეროსთან დამარცხდნენ - 2:6, 6:7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული