14 წლის ანა შანიძე ანტალიის 10.000-იანი ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში 14 წლის თბილისელმა ანა შანიძემ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ: 14 აპრილს, ერთეულთა თანრიგში მან შვეიცარიელი დანიელა ვუკოვიჩი იოლად დაამარცხა - 6:0, 6:1, არადა, ამ უკანასკნელმა სტარტზე მესამე ნომრად განთესილი სილვია ჟირიჩი (ხორვატია) ჩამოიშორა გზიდან.

მეოთხედფინალში ჩვენებური დანა კრემერს (გერმანია) შეხვდება. ალემანმა მერვედფინალში ნატალია ვაიდოვას პირველი სეტი 6:2 მოუგო; მეორეში 4:2 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

წყვილებში გუშინ გაირკვა შანიძისა და ანასტასია გასანოვას (რუსეთი) მეტოქე: ნახევარფინალში ისინი ასპარეზობის რეიტინგფავორიტების - ფატმა ალ ნაბჰანისა
(ომანი) და ები მეიერსის (ავსტრალია) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

პირველ ნომრად განთესილებს სილვია ჟირიჩი (ხორვატია) და ნატალია ვაიდოვა (სლოვაკეთი) არ გამოუცხადდნენ, რადგან ამ უკანასკნელმა კრემერთან შეხვედრისას ტრავმა მიიღო. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ბიბიენ ვეიჯერსი (ჰოლანდია), ალინა ვესელი (გერმანია)-ემილი არბუთნოტი, ჰერიეთ დარტი (ორივე - დიდი ბრიტანეთი).

* * *
სტამბოლის 50.000-იან ტურნირში ასპარეზობა დაასრულა სოფიო შაფათავამ: წყვილებში იგი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ნიგინა აბდურაიმოვა (უზბეკეთი)-ბარბორა სტეფკოვას (ჩეხეთი) ტანდემთან დამარცხდა - 6:7, 2:6, წინა დღით კი ერთეულთა ასპარეზობას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული