კერძოდ, საფრანგეთის ღია პირველობაზე ვერ ვიხილავთ მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის.
მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომელიც მან 7 აპრილს, ვარჯიშის დროს მიიღო. გარდა ამისა, ვოზნიაცკიმ განაცხადი გამოიტანა სტრასბურის ტურნირიდან, რომელიც წინ უძღვის როლან გაროსს.
აღნიშნული ტრავმის გამო დანიელმა უკვე გამოტოვა ფედერაციის თასის მატჩი, აგრეთვე, მოიხსნა მადრიდისა და რომის ტურნირებიდან. ექიმების პროგნოზით, ვოზნიაცკის აღდგენით პროცესს დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება.
როლან გაროსი 22 მაისს დაიწყება და 4 ივნისამდე გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"