მამაკაცებს შორის დასრულებული მატჩებიდან, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო ნიკ კირგიოსის რთული დუელი იტალიელი მარკო ჩეკინატოს წინააღმდეგ. მოულოდნელად, 21 წლის ავსტრალიელს გაუჭირდა აპენინელის ძლევა. პირველ ორ სეტში არც ერთი ბრეიკი არ ყოფილა, მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე კი კირგიოსს ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია. ავსტრალიელმა პირველი ბრეიკი მესამე სეტის მეხუთე
გუშინ, კიდევ ერთი განთესილი გავიდა შემდეგ წრეში. ტურნირის მე-19 ნომერმა ბენუა პერმა ხუთსეტიანი თრილერი გადაიტანა მოლდოველი რადუ ალბოტის წინააღმდეგ. ფრაგმა მხოლოდ ხუთით მეტი ქულა აიღო, ვიდრე მსოფლიოს 137-ე ნომერმა, 19-დან 10 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ზედიზედ მეხუთედ გავიდა როლან გაროსის მეორე წრეში, სადაც რუს თეიმურაზ გაბაშვილს შეხვდება.
* * *
ქალ ფავორიტებს შორის ერთმა მოასწრო შემდეგ ეტაპზე გასვლა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩეხი პეტრა კვიტოვა შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. მართალია, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა მოუგო ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს, მაგრამ ეს უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. არადა, ჩეხი მეორე სეტში 4:1-ს იგებდა და მოწოდებაც მისი იყო, მაგრამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და საქმე იქამდე მივიდა, რომ კოვინიჩს მესამე სეტში ორი ქულა აკლდა მოგებამდე.
სამაგიეროდ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა კიდევ ერთ ჩეხს, შარშანდელ ფინალისტს ლუსი საფაროვას. მან მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა რუსი ვიტალია დიატჩენკოსთვის. ეს უკანასკნელი როლან გაროსის დებიუტანტი იყო და ზედმეტად ნერვიულობდა - ამაზე მეტყველებს 27 უნებლიე შეცდომა, მათ შორის, ცხრა ორმაგი.
ცნობილია საფაროვას მეტოქე მეორე წრეში - ეს არის ვიქტორია გოლუბიჩი შვეიცარიიდან, რომელმაც სამ სეტში მოუგო ელისონ რისკეს.
I წრე
კაცები
კუზნეცოვი (რუს)-ბეკერი (გერ) 6:2, 6:2, 6:4
კირგიოსი (ავსტრა, 17)-ჩეკინატო (იტა) 7:6(6), 7:6(6), 6:4
სისლინგი (ჰოლ)-უნგური (რუმ) 6:1, 6:2, 7:6(5)
გაბაშვილი (რუს)-იანგი (აშშ) 7:6(1), 6:2, 6:3
პერი (საფ, 19)-ალბოტი (მოლ) 6:2, 4:6, 6:4, 1:6, 6:4
ქალები
ჰსიე (ტაივ)-არუაბარენა (ესპ) 7:6(6), 6:3
კვიტოვა (ჩეხ, 10)-კოვინიჩი (ჩერ) 6:2, 4:6, 7:5
პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-სორიბესი (ესპ) 6:2, 6:0
გოლუბიჩი (შვეიც)-რისკე (აშშ) 6:2, 1:6, 6:2
საფაროვა (ჩეხ, 11)-დიატჩენკო (რუს) 6:0, 6:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"