სოფიო შაფათავა იტალიური ტურნირის მეოთხედფინალს დასჯერდა

AutoSharing Option
იტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მე-5 ნომრად იყო განთესილი სოფიო შაფათავა.

პირველ წრეში ჩვენებურმა მასპინძელი მარტინა კარეგარო დაამარცხა (4:6, 6:3, 6:4), შემდეგ უკრაინელ სოფია კოვალეცს მოუგო (1:6, 6:2, 6:3), მეოთხედფინალში კი იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან სამ სეტში დათმო შეხვედრა - 3:6, 6:4, 5:7.

შაფათავა იტალიაში რჩება და ხვალიდან გრადოს 25.000-იან ტურნირში ჩაებმება.

განთესვით მერვე ნომერია და მეტოქედ კვალიფიკაციიდან აღზევებულს ელოდება. წყვილებში არგენტინელ ფლორენცია მოლინეროსთან ერთად მესამე ნომრადაა განთესილი და სტარტზე გზიდან ნადია პოდორისკა (არგენტინა)-კამილა როსატელოს (იტალია) დუეტის ჩამოშორებას
შეეცდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული