ჩვენებური ერთეულებში მესამე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მეოთხედფინალში მაკედონიელ ლინა ჯორჩესკასთან დამარცხდა - 4:6, 5:7. ამ წაგებისთვის სოფიოს რევანშის შანსი წყვილებში მიეცა - მასპინძელ ალის მატეუჩისთან ერთად პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამ მეტოქეთა ორ დუეტს აჯობა და ფინალში მეორე ნომრებს - ლინა ჯორჩესკასა (მაკედონია) და დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდა.
სამწუხაროდ, სოფიომ და მისმა აპენინელმა მეწყვილემ გადამწყვეტი პაექრობა დათმეს (3:6, 3:6) და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
* * *
უიმბლდონის მარიამმა და კეტიმ სტარტზე ჩინელ სიქი ჩაოს და ამერიკელ ჩიარა ლომერს აჯობეს - 4:6, 6:3, 6:2, მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილ ჯოდი ენ ბარეჯისა (დიდი ბრიტანეთი) და პანა ედვარდს (უნგრეთი) სძლიეს - 6:4, 6:1.
ქართულ-ამერიკულ დუეტს მეოთხედფინალში მეტოქეობას უწევდნენ მე-2 ნომრად განთესილი ამერიკელები - 14 წლის ამანდა ანისიმოვა და 17 წლის ალექსანდრა სანფორდი, რომლებიც სამ სეტში დამარცხდნენ - 5:7, 7:6, 3:6.
ნახევარფინალში ბოლქვაძემ და მაკნეილმა იუვანი (სლოვენია) და სვიატეკი (პოლონეთი) დაჯაბნეს - 6:1, 6:3. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ამერიკელებმა - უსუე არკონადამ ნდა კლაი ლიუმ რუსებს - ოლესია პერვიშინას და ანასტასია პოტაპოვას სძლიე - 7:5, 6:4. ოკეანისგაღმელებმა გადამწყვეტ პაექრობაში ბოლქვაძესა და მაკნეილსაც მოუგეს - 6:2, 6:3 და მთავარ ჯილდოსაც დაეუფლნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"