ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ოთხი ქართველი მონაწილეობდა ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირებში თელავსა და ესენში.

გერმანიაში თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი პირველ ნომრად იყო განთესილი. მან ორი წრე განვლო, მაგრამ გუშინ დომინიკელ რობერტო საიდ სუბერვისთან დამარცხდა - 6:7, 5:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

თელავის ტურნირის ძირითად ბადეში სამმა ჩვენებურმა წარმატებით დაძლია პირველი წრე, მაგრამ მერვედფინალი მათთვის გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა: საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ცივაძემ თომას ფანკუტთან (ავსტრალია) წააგო - 4:6, 6:3, 3:6, შოთა მეფარიძე დენ დოუსონთან (დიდი ბრიტანეთი) დამარცხდა - 2:6, 0:6, ხოლო ალექსანდრე ბაკში რუს ილია
ვასილიევთან ვერაფერს გახდა - 0:6, 2:6.

მეფარიძე და ბაკში წყვილებშიც ცდიდნენ ძალებს. მათმა დუეტმა პირველი წრე დაძლია, მაგრამ გუშინ მეოთხედფინალური ორთაბრძოლა ჩვენებმა უკრაინელებთან - ალექსანდრ ბიელინსკსა და ოლეგ პრიხოდკოსთან დათმეს - 4:6, 2:6.

უკრაინელები ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ გაბორ ბორსოშისა (უნგრეთი) და ლუკას მუგევიჩუსის (ლიტვა) ტანდემთან ითამაშებენ, ხოლო მეორე ნახევარფინალში ირანელები - შაჰინ ხალედანი, ამირვალა მადანჰი და ავსტრალიელები - თომას ფანკუტი და მაიკლ რობინსი გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიღალე ამათი საცოდაობით.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული