აქ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩეხი პეტრა კვიტოვა და სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა. გადამწყვეტი მატჩის წინ, კვიტოვას უკვე ჰქონდა გარკვეული უპირატესობა მეტოქესთან, რადგან წინა ორ დღეში ციბულკოვამ ექვსი საათი გაატარა კორტზე - ხუთშაბათს ორი მატჩის ჩატარება მოუწია, პარასკევს კი მძიმე ნახევარფინალი ჰქონდა რუს სვეტლანა კუზნეცოვას.
ამას ემატებოდა
ფინალში პეტრას უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იყო. მატჩი მან ზედიზედ 17 (!) მოგებული ქულით დაიწყო, ციბულკოვამ კი დიდი გაჭირვებით აიღო პირველ სეტში ერთადერთი გეიმი.
მეორე პარტიაში კვიტოვამ შეცდომების დაშვება დაიწყო, თუმცა "ვინერსები" ისევ ბევრი ჰქონდა. სლოვაკმა კი რისკს მოუმატა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაგრამ ამან თამაშის მსვლელობაზე არ იმოქმედა. საბოლოოდ, ჩეხმა ფინალი 62 წუთში მოიგო. უჰანის ტურნირის ექვსი მატჩიდან, კვიტოვამ ოთხი 70 წუთზე ნაკლებ დროში დაასრულა! საინტერესოა, რომ პეტრა კვლავაც მწვრთნელის გარეშე თამაშობს.
იმის გამო, რომ მთელი სეზონი არასტაბილურად თამაშობს, კვიტოვა მხოლოდ მე-12 ადგილზეა "ჩემპიონთა რბოლაში" და შორს არის TOP8-სგან. მას აუცილებლად სჭირდება ამ კვირას პეკინის ტურნირზე წარმატებული თამაში, რათა პრეტენზია განაცხადოს წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაშზე. რაც შეეხება ციბულკოვას, უჰანის ტურნირის ფინალში გასვლამ, WTA-ის რეიტინგში მერვე ადგილი მოუტანა.
უჰანი (ჩინეთი)
ფინალი
პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 14)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 10) 6:1, 6:1
ტაშკენტი (უზბეკეთი)
ფინალი
კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-ნაო ჰიბინო (იაპ, 4) 6:3, 2:6, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"