სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გუშინ კიდევ ორი გამარჯვება იზეიმა ერთეულებში პირველ ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ.

მერვედფინალში მან რუმინელი დენიზე-ანტონელა სტოიცა დაამარცხა - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩვენებურს მეტოქეობას გაუწევს რუსი ულიანა აიზატულინა, რომელმაც გუშინ თანამემამულე ვიქტორია კალინინა ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.

წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის მეორე ნომერია.

ქართულ-ბულგარულმა დუეტმა მეოთხედფინალში ალონა ფომინას (უკრაინა) და დოგა სელენ ტაკუნიაჩს (თურქეთი) აჯობა - 6:2, 6:2, რითაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სოფიოს და
დიას მესამე ნომერი გერმანელები - ტაისია და იანა მორდერგერები გაუწევენ მეტოქეობას, რომლებმაც ალექსა პიროკსა (უნგრეთი) და საბრინა რიტბერგერს (გერმანია) სძლიეს - 6:0, 7:6. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ლაურა ჰეინრიხსი (გერმანია), ელეონორა მოლინერო (ლუქსემბურგი) და არინა ფოლტსი (უზბეკეთი), კატერინა სლიუსარი (უკრაინა), რომლებმაც, შესაბამისად, ალექსა პიროკი (უნგრეთი)-საბრინა რიტბერგერისა (გერმანია, 6:3, 6:2) და ვიქტორია კალინინას (რუსეთი)-იუე ვენის (ჩინეთი, 6:3, 6:1) ტანდემებს მოუგეს.

ჩინურ ლიუჟოუს 50.000-იან საერთაშორისო ტურნირს დაემშვიდობა სოფიო შაფათავა. წყვილებში იგი სტარტზე რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად მასპინძლებთან - ძიუ სანსა და ჟანლან ვეისთან დამარცხდა - 5:7, 2:6, გუშინ კი ერთეულებში მესამე ნომრად განთესილ იაფენ ვანთან დათმო შეხვედრა - 6:2, 6:7, 4:6 შეხვედრა.

დიდი ბრიტანეთის 10.000-იან ტურნირში გუშინ მეორედ გავიდა კორტზე მარიამ ბოლქვაძე. მე-4 ნომრით განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მეტოქეობა ვერ გაუწია ჰოლანდიელ ბიბიანე შოოფსს - პირველი ხელი 2:6 წააგო. მეორე სეტში, როცა ნიდერლანდელი 2:0 დაწინაურდა, ჩვენებურმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული