მერვედფინალში მან რუმინელი დენიზე-ანტონელა სტოიცა დაამარცხა - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩვენებურს მეტოქეობას გაუწევს რუსი ულიანა აიზატულინა, რომელმაც გუშინ თანამემამულე ვიქტორია კალინინა ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.
წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის მეორე ნომერია.
ქართულ-ბულგარულმა დუეტმა მეოთხედფინალში ალონა ფომინას (უკრაინა) და დოგა სელენ ტაკუნიაჩს (თურქეთი) აჯობა - 6:2, 6:2, რითაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სოფიოს და
ჩინურ ლიუჟოუს 50.000-იან საერთაშორისო ტურნირს დაემშვიდობა სოფიო შაფათავა. წყვილებში იგი სტარტზე რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად მასპინძლებთან - ძიუ სანსა და ჟანლან ვეისთან დამარცხდა - 5:7, 2:6, გუშინ კი ერთეულებში მესამე ნომრად განთესილ იაფენ ვანთან დათმო შეხვედრა - 6:2, 6:7, 4:6 შეხვედრა.
დიდი ბრიტანეთის 10.000-იან ტურნირში გუშინ მეორედ გავიდა კორტზე მარიამ ბოლქვაძე. მე-4 ნომრით განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მეტოქეობა ვერ გაუწია ჰოლანდიელ ბიბიანე შოოფსს - პირველი ხელი 2:6 წააგო. მეორე სეტში, როცა ნიდერლანდელი 2:0 დაწინაურდა, ჩვენებურმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"