ლონდონი: სტენ ვავრინკა არ დაინდეს

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში A ჯგუფის პირველი ტურის მატჩებით გაგრძელდა. წილისყრის შემდეგ, ამ ქვეჯგუფს "სიკვდილის ჯგუფი" უწოდეს, რადგან ძალიან თანაბარი და ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა ენდი მარეის, კეი ნიშიკორის, სტენ ვავრინკასა და მარინ ჩილიჩის სახით. თუმცა, გუშინდელ პირველ მატჩს ნამდვილად არ ეთქმოდა თანაბარი ძალის მეტოქეთა დაპირისპირება.

კეი ნიშიკორიმ საათსა და ცხრა წუთში გაანადგურა აშშ-ის ღიას ჩემპიონი სტენ ვავრინკა. იაპონელმა მთელი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა შვეიცარიელს, თავად კი შვიდი ასეთი შანსიდან ოთხი გამოიყენა. არადა, ნიშიკორის პირველი მოწოდების
სიზუსტე მხოლოდ 47 პროცენტი ჰქონდა, სამაგიეროდ, ბრწყინვალედ თამაშობდა მეორე მოწოდებაზე, რომლითაც ქულების 74 პროცენტი აიღო.

პირველ სეტში 2:2-ის შემდეგ, კეიმ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. მეორე სეტშიც პირველი ოთხი გეიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო, რის შემდეგაც, ნიშიკორიმ მოუმატა და ორი ბრეიკის აღებით დაასრულა შვეიცარიელის განადგურება, რომლის წაგების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამ მოკლე დროში 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

A ჯგუფი
კეი ნიშიკორი (იაპ)-სტენ ვავრინკა (შვეიც) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული