"დღეს მქონდა ყველაზე რთული ბრძოლა და საუკეთესო გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში! ჩვენი ვაჟი ჯანმრთელი და ბედნიერი დაიბადა", - დაწერა თავის "ინსტაგრამზე" აზარენკამ.
ფეხმძიმობის შესახებ ბელარუსმა 15 ივლისს გამოაცხადა. 27 წლის ჩოგბურთელი მაისის შემდეგ არ ყოფილა კორტზე, როცა მოიხსნა როლან გაროსის პირველი წრის მატჩისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"