დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება

AutoSharing Option
ჩეხი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა, რომელიც საკუთარ სახლში დანით მარცხენა ხელის არეში დაჭრეს, მინიმუმ სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს ოპერაცია ჩაუტარდა და მის მდგომარებაზე ისაუბრა ჩეხეთის ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების წარმომადგენელმა კარელ ტეიკალმა.

"დაზიანება საკმაოდ სერიოზული იყო, მაგრამ პეტრა ახალგაზრდა და ძლიერია, ამიტომაც ლაპარაკიც არ არის იმაზე, რომ მას კარიერის დასრულება მოუწევს. ექიმებმა ხუთივე თითზე ჩაატარეს ოპერაცია, ამიტომაც, მას არ შეეძლება სიმძიმეების აწევა სამი თვის განმავლობაში", - განაცხადა ტეიკალმა.

სხვათა შორის, ცნობილი გახდა პოლიციის ინფორმაცია. კერძოდ,
კვიტოვას სახლში ერთი მძარცველი შევიდა და დაახლოებით 190 დოლარის გატაცება შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული