მაიკლ ოუენი დოღში მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მაიკლ ოუენი დოღის დიდი მოყვარულია, ჩეშირის საგრაფოში საკუთარი საჯინიბო აქვს, სადაც 100-ზე მეტი ცხენი ყავს.

მან შარშან საქველმოქმედო დოღში მიიღო მონაწილეობა და მომავალ კვირაში ვულვერჰემპტონში უკვე პროფესიონალების დოღში ჩაერთვება. მაიკლი ამბობს, რომ ფეხბურთელობისას ტრავმის შიშით თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა, ახლა კი ვერავინ დაუშლის, გასულ წელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯირითი მოინდომა, ცხენიდან ჩამოვარდა და შესაძლოა, დიდ სისულელეს ჩადის, რომ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, დედა და მეუღლეც უშლიან, მაგრამ ჯიუტია და არავის ყურს არ უგდებს.

36 წლის ოუენი
შეჯიბრისთვის სერიოზულად ემზადება, წონაში გვარიანად დაიკლო და ფორმაშიც ჩადგა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული