მწვრთნელმა მხარდამჭერები შემოიკრიბა

AutoSharing Option
"ოლიმპიკის" აუზში გასულ უქმეებზე თბილისის, რუსთავის, გორის, საჩხერისა და სოფელ ჭორვილას მოცურავეებმა ვეტერანი მოცურავის დავით გაჩეჩილაძის სახელობის თასზე იასპარეზეს.

საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით გაჩეჩილაძე გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა და იგორ ვაიცეხოვსკის შეგირდი საკავშირო ჩემპიონატებში უკრაინის სახელით წარმატებით ასპარეზობდა. იყო სამი საერთაშორისო ტურნირის (ვარშავა, ბერლინი, პრაღა) გამარჯვებული.

1997 წელს ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე 156 მონაწილეს შორის თავისუფალი ყაიდით მე-3 ადგილი დაიკავა. წლეულს ვაკის დახურულ აუზში 10 საათის განმავლობაში შეუსვენებლად 25 კილომეტრი გაცურა. მომავალში ამ დისტანციის ორჯერ გაზრდა აქვს
განზრახული, რითაც ახალგაზრდებს ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითს აძლევს. რაც მთავარია, მისი სახელობის თასის გათამაშება თავად დააფინანსა - გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებთან და თასებთან ერთად ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

- ამ შეჯიბრების იდეა საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზურაბ ხომასურიძეს ეკუთვნის, - გვითხრა დავითმა. - ვეტერან სპორტსმენებს დაგვიკავშირდა, მოცურავეებს გვერდით დაგვიდექითო. ჩვენც ავიტაცეთ ეს იდეა. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში ცურვას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ორდღიანმა შეჯიბრებამ დაგვანახვა, რომ პერსპექტიული გოგო-ბიჭები გვყავს, ოღონდ დასაოსტატებლად მათ ინტენსიურ ვარჯიშებთან ერთად ხშირი სტარტები სჭირდებათ როგორც შინ, ისე უცხოეთში. სწორედ აქ იქნება ჩვენი თანადგომა საჭირო.

ზურაბ ხომასურიძე: საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად წლეულს ამირჩიეს. უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც კოლეგების დახმარებით ვცდილობ. დავუკავშირდი ყოფილ მოცურავეებს, რომლებიც ბიზნესში მოღვაწეობენ. ერთ-ერთი პირველი დავით გაჩეჩილაძე გამომეხმაურა, რომელმაც შესანიშნავი შეჯიბრება დაგვიფინანსა.

კვარცხლბეკი
გოგონები. 100 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. გვანცა ხინჩეგაშვილი (გორი, 1.08,05), 2. ელენე უნდილაშვილი (დიღომი, 1.11,73), 3. მაია ხრიკული (ორივე - "ლაგუნა ვერე", 1.12,58). 200 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. ელენე უნდილაშვილი (დიღომი, 2.43,65), 2. ელენე ლომიძე (2.52,75), 3. სოფიო საღარაძე (ორივე - "ტონუსი", 2.56,00). 1500 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. გვანცა ხინჩეგაშვილი (გორი, 21.51,22), 2. მაია ხრიკული ("ლაგუნა ვერე", 23.46,76), 3. მეგი ხათაშვილი (გორი, 23.55,94). 100 მ. ბრასი. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 1.26,55), 2. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 1.27,46), 3. ქეთევან ყამარაული ("ტონუსი", 1.32,59). 200 მ. ბრასი. 1. ბაქსტერ პენელოპა (თბილისი, 3.05,17), 2. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 3.05,55), 3. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 3.07,48). 100 მ. გულაღმა ცურვა. 1. მეგი ხათაშვილი (გორი, 1.22,87), 2. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 1.23,27), 3. ნატო ჯაფარიძე ("ტონუსი", 1.28,38). 200 მ. გულაღმა ცურვა. 1. მეგი ხათაშვილი (გორი, 2.59,39), 2. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 3.05,15), 3. ანა გალდავა ("ტონუსი", 3.08,38). 100 მ. ბატერფლაი. 1. მარიამ მეჭურჭლიშვილი ("ლაგუნა-ვერე", 1.25,88), 2. თამთა გიგილაშვილი (1.27,84), 3. მარი ობოლაშვილი (ორივე - რუსთავი, 1.30,18). 200 მ. ბატერფლაი. 1. მარიამ მეჭურჭლიშვილი ("ლაგუნა-ვერე", 3.19,42), 2. თამთა გიგილაშვილი (3.33,22), 3. მარიამ ობოლაშვილი (ორივე - რუსთავი, 3.41,31). 200 მ. კომპლექსური. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 3.09,34), 2. ანა გალდავა ("ტონუსი", 3.24,60). გუნდური. 4X100 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. გორი - 5.01,43, 2. "ტონუსი" - 5.11,81, 3. რუსთავი - 5.20,11.

ვაჟები. 100 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. დავით სიხარულიძე ("ტონუსი", 54,22), 2. დავით შახნაზაროვი (59,15), 3. რეზო ესაძე (ორივე - "ლაგუნა-ვერე", 1.03,13). 200 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. ირაკლი რევიშვილი (1.58,14), 2. დავით სიხარულიძე (ორივე - "ტონუსი", 1.59,82), 3. ცოტნე მაისურაძე (რუსთავი, 2.06,93). 1500 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. ირაკლი რევიშვილი (17.41,10), 2. ირაკლი ბოლქვაძე (17.27,75), 3. დავით სიხარულიძე (სამივე - "ტონუსი", 18.01,54). 100 მ. ბრასი. 1. ირაკლი ბოლქვაძე (1.07,96), 2. ლუკა კერვალიშვილი (ორივე - "ტონუსი", 1.13,31), 3. გიორგი ზურიკაშვილი (რუსთავი, 1.20,66). 200 მ. ბრასი. 1. ლუკა კერვალიშვილი ("ტონუსი", 2.41,13), 2. ილია პაპიძე (3.00,14), 3. გიორგი ტეკშტრემი (ორივე - "ლაგუნა-ვერე", 3.10,57). 100 მ. გულაღმა ცურვა. 1. გიორგი მთვრალაშვილი ("ტონუსი", 1.03,42), 2. ნიკა სიხარულიძე (1.13,04), 3. დავით ბარდაველიძე (ორივე - "ლაგუნა-ვერე", 1.13,43). 200 მ. გულაღმა ცურვა. 1. თემო კობახიძე (2.33,07), 2. ნიკა სიხარულიძე (ორივე - "ლაგუნა-ვერე", 2.37,84), 3. ცოტნე დევდარიანი (რუსთავი, 2.37,94). 100 მ. ბატერფლაი. 1. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 1.04,66), 2. ნიკა კოკელაძე ("ლაგუნა-ვერე", 1.05,57), 3. ირაკლი შავიძე (რუსთავი, 1.05,98). 200 მ. ბატერფლაი. 1. თემო კობახიძე ("ლაგუნა-ვერე", 2.25,22), 2. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 2.27,60), 3. დათო მურჯიკნელი (დიღომი, 2.42,34). 200 მ. კომპლექსური. 1. ნიკა კოკელაძე ("ლაგუნა-ვერე", 2.29,14), 2. ცოტნე დევდარიანი (რუსთავი, 2.35,94), 3. ვასილ ხიზანიშვილი ("ტონუსი", 2.37,43). ამანათცურვა. 4X100 მ. 1. "ტონუსი" - 3.45,70, 2. "ივერია" - 3.59,59, 3. "ლაგუნა-ვერე" - 4.00,28.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული