მეორედ გადატანილი ჩემპიონატი

AutoSharing Option
საწყლოსნო სახეობებში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატმა მეორედ შეიცვალა მასპინძელი ქალაქი. თავდაპირველად, კონტინენტის პირველობის გამართვა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იყო დაგეგმილი, შემდეგ ის ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გადაიტანეს, ახლა კი ირკვევა, რომ ჩემპიონატი ზაფხულის ოლიმპიადის დედაქალაქ ლონდონში, ოლიმპიურ საწყლოსნო ცენტრში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ევროპის ცურვის ფედერაციამ მიიღო.

ჩემპიონატის გადატანის მიზეზი ორგანიზატორთა ფინანსური პრობლემები გახდა. რამდენიმე სპონსორის უარის გამო კონტინენტის პირველობის ბიუჯეტში დეფიციტმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია, ბელგიელები ირწმუნებოდნენ, რომ ახალ სპონსორებს იპოვნიდნენ, მაგრამ ფედერაციამ ჩემპიონატის ლონდონში ჩატარება გადაწყვიტა.

თავის დროზე, ვენამაც ფინანსური
სირთულეების გამო ვერ შეძლო პირველობის ორგანიზება. ჩემპიონატი 16-27 მაისს ანტვერპენში უნდა გამართულიყო, ხოლო წყალში ხტომის სტარტები ჰოლანდიის ეინდჰოვენში იყო დანიშნული.

ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, ლონდონში გადატანასთან დაკავშირებით შეიცვლება თუ არა ტურნირის ჩატარების თარიღი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული