ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ჩინეთი ლიდერობს

AutoSharing Option
ბარსელონაში გაიმართა ცურვის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის სხდომა. დელეგატებმა მიიღეს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამას ახალი დისციპლინები დაემატება.

2015 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში პლანეტის პირველობაზე ცურვის პროგრამაში შეტანილი იქნება შერეული ესტაფეტა თავისუფალ სტილით. 2014 წელს, კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი "მოკლე აუზისთვის". აქაც არის პროგრამაში ცვლილება: ემატება შერეული ესტაფეტები (4x50 მეტრი) თავისუფალი და კომბინირებული სტილით.

კატალონიის დედაქალაქში ამ დღეებში მიმდინარეობს საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი.

იქ ჯერ ცურვის პროგრამა არ დაწყებული - ჯერჯერობით მედლები გათამაშდა "ღია წყალზე" ცურვაში, სინქრონულ
ცურვასა და წყალში ხტომაში, რის შემდეგაც, მედლების ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

ო ვ ბ ს
1. ჩინეთი 7 5 2 14
2. რუსეთი 6 3 0 9
3. გერმანია 2 1 2 5
4. ბრაზილია 1 2 2 5
5. საბერძნეთი 1 1 0 2
6. ტუნისი 1 0 1 2
7. აშშ 1 0 0 1
8. ესპანეთი 0 2 4 6
9. კანადა 0 2 1 3
10. იტალია 0 2 0 2
11. უკრაინა 0 1 3 4
12. მექსიკა 0 0 3 3
13. მალაიზია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი მოცურავეები ბარსელონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული