მაკლ ფელპსის დაბრუნება გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ 28 წლის ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი პროფესიულ კარიერას განაახლებს.

ამის შესახებ პრესას აცნობა ცნობილმა რუსმა მოცურავემ ნიკიტა ლობინცევმა, რომელმაც მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 100 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით დისტანციები მოიგეს.

"ფელპსის დაბრუნება შემდგარ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ. მაიკლმა განაახლა ვარჯიშები, დაბრუნდა თავის პირველ მწვრთნელთან და 2014 წლის ზაფხულში გამოვა ოფიციალურ ტურნირებში, - ამბობს ლობინცევი. - ფელპსი კიდევ გვიჩვენებს თავის მაღალ კლასს. და მისი დაბრუნებით, სხვებსაც გაუჩნდებათ სტიმული. მაიკლთან კონკურენცია - შესანიშნავია".

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა
ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა კარიერა. ის გახლავთ ერთადერთი სპორტსმენი ისტორიაში, ვისაც 18 ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული, მას აგრეთვე ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი აქვს (22) და ერთ ოლიმპიადაზეც ყველაზე მეტი ოქრო (8) მიუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამბობენ, ფელპსი ბრუნდებაო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული