მაიკლ ფელპსს ერთწლიანი პირობითი მისცეს

AutoSharing Option
ქალაქ ბალტიმორში გაიმართა 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, ამერიკელი მაიკლ ფელპსის სასამართლო პროცესი. ლეგენდარული მოცურავე 30 სექტემბერს, მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის დააკავეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ალკოჰოლის დოზა მაიკლის ორგანიზმში დაშვებულზე ორჯერ მეტი იყო.

სასამართლომ ფელპსს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, 18-თვიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ასევე სასჯელი ითვალისწინებს ალკოჰოლიკების ანონიმურ შეკრებებზე დასწრებას.

სასამართლო სხდომის შემდეგ ყველა დროის ყველა ტიტულოვანმა სპორტსმენმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ნანობს საკუთარ საქციელს და გადაწყვეტილი აქვს შეცდომებისგან დასკვნების გაკეთება.

"ბოლო სამი თვე ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული იყო.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იმათგან, რაც აქამდე მიმიღია. იმედია, ბევრი ახალი რამ გავიგე ჩემს შესახებ და ახლა, არსებობს შესაძლებლობა სწავლისთვისა და ზრდისთვის. ის, რაც გავაკეთე, არასწორი იყო. საკუთარ გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ და იმედია, შევძლებ სიტუაციის გამოსწორებას", - დაწერა სპორტსმენმა.

ფელპსმა აღნიშნა, რომ მის წინაშე ბევრი ამოცანაა, მაგრამ დიდი მხარდაჭერის დახმარებით წარმატებული მომავალის იმედი აქვს. ჩემპიონის თქმით, მან განაახლა ვარჯიშები აუზში და ახალ ამოცანებს ისახავს ცურვაში 2015 წელსა და მომდევნო სეზონებში. "დიდად მადლიერი ვარ მათი, ვინც მხარი დამიჭირა ჩემი ცხოვრების ამ რთულ მომენტში", - დაამატა ფელპსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული