ლეგენდარულ მაიკლ ფელპსს შანსი მიეცა

AutoSharing Option
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენს, ლეგენდარულ ამერიკელ მოცურავეს, მაიკლ ფელპსს შეეძლება 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა.

ამის შესახებ წერს ESPN ამერიკის შეერთებული შტატების ცურვის ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორზე, ჩაკ ვილგუსზე დაყრდნობით.

"ეს რთული ამოცანა იქნება, მაგრამ არსებობს გზები მის გადასაწყვეტად", - განაცხადა ვილგუსმა და დაამატა, რომ წინადადებას ფელპსის ნაკრებში შეყვანის თაობაზე განიხილავს ეროვნული ნაკრების დირექტორი ფრენკ ბუში.

უფრო ადრე აშშ-ის ცურვის ფედერაციამ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ფელპსი. სპორტსმენს ასევე აუკრძალეს მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასული წლის
დეკემბერში 29 წლის მაიკლს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი 24 ივლისიდან 16 აგვისტომდე რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული