მაიკლ ფელპსი ყაზანში ოქროს მოიგებდა

AutoSharing Option
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, სპორტულ სამყაროს ახსენებს თავს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ლეგენდარული ამერიკელი მაიკლ ფელპსი. წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი დისკვალიფიკაციის გამო არ გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

თუმცა გულხელდაკრეფილი არ არის და უკვე ინტენსიურად ემზადება 2016 წლის ოლიმპიადისთვის. როგორც ჩანს, ფელპსი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

ორი დღის წინ, მაიკლმა არაოფიციალურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა - 1.52,54. შედარებისთვის, სამი დღის წინ, ყაზანში პლანეტის პირველობაზე ეს დისციპლინა გაცილებით უარეს დროში
(1.53,48) მოიგო უნგრელმა ლასლო ჩეხმა.

"გაისად, დიდი მხიარულება გველოდება. მინდოდა ყაზანში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, მაგრამ, ახლა, მოხარული ვარ, რომ აქ ვარ", - განაცხადა ფელპსმა.

ცნობისთვის, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე 200 მეტრი ბატერფლაი სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კომ მოიგო შედეგით - 1.52,96. მაშინ ფელპსი მეორე ადგილზე გავიდა ხუთი მეასედი წამის ჩამორჩენით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული