ირაკლი ბოლქვაძე: ჩემს ორგანიზმში არ აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერების კვალი

AutoSharing Option
ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ რიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშები დოპინგ-ტესტის შეცდომის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ რიოს თამაშებზე გამგზავრებამდე ქართველმა ოლიმპიელებმა დოპინგ-კონტროლი გაიარეს. მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. მაშინ ბოლქვაძემ ეს შედეგები გაასაჩივრა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. თავის დაზღვევის მიზნით კი, საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს, რომელმაც რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.

- რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა
- "გასაჩივრებული ტესტის
პასუხი უარყოფითია" - ბოლქვაძემ ოლიმპიადა დოპინგ ტესტის შეცდომის გამო გამოტოვა


როგორც ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, განმეორებითმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მას აკრძალული ნივთიერებები არ მიუღია. ბოლქვაძის მიერ დაწერილ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით. არ გეგონოთ, რომ ჩემი ბოლოდროინდელი დუმილი იყო შეგუება იმ უსამართლობასთან, რომელმაც ჩემი სპორტული წინსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, სიმართლის გარკვევა დაკავშირებული იყო დროსთან და ფინანსურ შესაძლებლობებთან. საბედნიეროდ, ლოდინმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო.

მაქვს ძალიან კარგი სიახლე. მივიღეთ პასუხი ამინომჟავების (დანამატები, რომლებსაც ვიღებდი) და თმის ღერის კვლევაზე, რომელიც გაკეთდა ამერიკაში, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო WADA-ს მიერ ლიცენზირებულ, ავტორიტეტულ ლაბორატორიაში. გაირკვა, რომ ჩემს ორგანიზმში არ აღმოჩნდა არანაირი აკრძალული ნივთიერების კვალი. ასევე სრულ ნორმაშია ჩემ მიერ მოხმარებული დანამატები.

მოგეხსენებათ, თმის ღერის ტესტი ყველაზე სრულყოფილ შედეგს იძლევა და ყველა საეჭვო კითხვაზე სცემს პასუხს. ვინაიდან ტესტმა ვერანაირი აკრძალული ნივთიერება ვერ აღმოაჩინა, ჩნდება კითხვები, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული ნივთიერების კვალი პირველ ტესტში (შეგახსენებთ, მეორე ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა). გაჩნდა ეჭვები, მეკუთვნის თუ არა მე პირველი ტესტის ბიოლოგიური მასალა. ამის საბოლოოდ დასადგენად, ვაგრძელებ მოკვლევას და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ყველა ჩემს გულშემატკივარს გაძლევთ პირობას, რომ გავაასმაგებ ვარჯიშს, რათა მივაღწიო იმ შედეგს, რაც თავიდანვე მქონდა დასახული. მინდა ყველას კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა. თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. მე თქვენთან ერთად აუცილებლად შევძლებ გამარჯვებას", - წერს ბოლქვაძე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა რაღა აზრი აქვს?ოლიმპიადამ ჩაიარა.ამაში ნამდვილად ოლიმპიური კომიტატია დამნაშავე,აჰა,ვთქვათ ირაკლი არ იყო მედლის პრეტენდენტი,მაგრამ რომ ყოფილიყო? ანდა 4 წლის შრომა წყალში რატომ ჩაუყარეს?
სოსო
18:53 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული