ახალგაზრდა ძალოსანთა ოქრო-ვერცხლი ევროპირველობაზე

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ 20-წლამდე და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ ქართველი ძალოსნები, რომლებმაც ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

+105 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 20 წლამდელებში უძლიერესი იყო ლაშა ტალახაძე.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ატაცში 185 კილოგრამი, ხოლო აკვრაში 217 კგ დაიმორჩილა. 23-წლამდელებში კი 105 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა დავით გოგიამ, რომლის შედეგია ატაცში - 172 კგ, ხოლო აკვრაში - 207 კგ იყო.


ევროპის პირველობის ბოლო დღის შედეგები:

იუნიორები. 20 წლამდე. 105+ წონითი კატეგორია.

1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 185
კგ+217 კგ
2. გორ მინასიანი (სომხეთი) - 179+216
3. მაგომედ აბუევი (რუსეთი) - 178+212

23 წლამდელები. 105 კგ.
1. იური ტეგკაევი (რუსეთი) - 172+208
2. დავით გოგია (საქართველო) - 172+207
3. არკადიუზ მიჩალსკი (პოლონეთი) - 160+209

23 წლამდელები. 105+ კგ
1. ირჟი ორსაგი (ჩეხეთი) - 176+229
2. ევგენი პისარევი (რუსეთი) - 180+225
3. ჰაიკ ჰაკობიანი (სომხეთი) - 181+217

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული