რაულ ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
შარშან ანტალიაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქუთაისელმა რაულ ცირეკიძემ 165 კილოგრამი აიტაცა, 201 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 366 კილოგრამით კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა და სპორტის ამ სახეობაში 10-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

და აი, 12 აპრილს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ცირეკიძე კვლავ გავიდა ევროპულ ფიცარნაგზე.

ატაცში მხოლოდ პირველი ცდა გამოიყენა - 165-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, 3 კილოგრამით მეტ წონას კი ვერ მოერია (ორივე ცდა გაუცუდდა).

აქ ჩვენებურს ხუთმა მეტოქემ გაუსწრო. მცირე მედლები აპტი აუხადოვმა (რუსეთი, 173 კგ), ივან
მარკოვმა (ბულგარეთი, 170) და გაბრიელ სინკრაიანმა (რუმინეთი, 166) მოიპოვეს. აკვრაში ცირეკიძემ ორი ცდა გამოიყენა: ჯერ 200, შემდგ კი 205 კილოს მოერია და მცირე ბრინჯაოსთან ერთად ორჭიდში 370 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.

VideoSportall.Ge
რაულ ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


388 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი აპტი აუხადოვი (173+215), რომელმაც ბრიტანეთის დედაქალაქში ორჭიდში 385 კილოგრამი მოაგროვა და ოქრო მხოლოდ პირადი წონით (130 გრამით) დათმო.

ტირანაში გამარჯვებულს 13 კილოგრამით ჩამორჩა ივან მარკოვი (170+205) და ორჭიდთან ერთად აკვრაშიც ვერცხლის მედალი ერგო, რადგან პირადი წონით ცირეკიძეზე მსუბუქი აღმოჩნდა.

13 აპრილს ტირანის ფიცარნაგზე ქუთაისელი ვაჟა ღონღაძე (94), თბილისელი ალბერტ კუზილოვი და 23-წლამდელებში ზუგდიდელი ევროპის პირველობის მე-2 პრიზიორი დავით გოგია (ორივე-105 კგ) მოსინჯავენ ძალებს.

14 აპირლს კი ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105) იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ საქართველოს.ლალი ქობულაძე.
ლალი
13 აპრილი 2013 20:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული