ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ლუკა ღაღანიძე პირველად ისტორიაში რაპირით ფარიკაობაში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი, პოლონელი და რუსი (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალური ბრძოლა კი რუს კირილ ბოროდაჩევთან დათმო - 6-15.
ლუკა ღაღანიძე:
"ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული
"ლუკა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მოფარიკავეა. მისგან მედალს ველოდით და იმედებს ვამყარებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
რაც შეეხება ზოგადად ნაკრებს, მან კარგი საწვრთნელი შეკრება გაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს.
ველოდებით კიდევ ორ მედალს მიხეილ მარდალეიშვილისგან და გუნდურში ხმლით მოფარიკავეებისგან", - განაცხადა მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.
წყარო: geonoc.org.ge