თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
საქართველოს დედაქალაქში დღეს, 12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 17 ივნისამდე გასტანს.

ჩემპიონატის პირველივე დღეს ქართველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს. ეს მოფარიკავე თეოდორა კახიანმა მოახერხა, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი როზელა გრეგორიო ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილად არ მოველოდი. ყოჩაღ, ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ არა1-ელ გაეხარებინოს ქართველი ქომაგი
giga
08:31 13-06-2017
0
ბრავო!!! წარმოუდგენელი შედეგი!!! ქართული ფარიკაობის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება!!! გაგვახარე ძალიან!!!
დათო
22:57 12-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული