სამწუხაროდ, მათ თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს და სტუმრებმაც მედლები უჩვენოდ გაინაწილეს.
რაპირაში მარიამ ცუხიშვილი და თეონა გოგლიძე ცდიდნენ ძალებს. ჩვენმა სპორტსმენებმა ჯგუფში ხუთივე ორთაბრძოლა დათმეს. ჩემპიონობა იტალიელმა არიანა ერიგომ მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუს ინა დერიგლაზოვას სძლია.
დაშნაში ჯგუფური ტურნირისას დავით არველაძემ ექვსიდან მხოლოდ უროს ბალენტს (სლოვენია, 5:3) აჯობა, ხოლო გიორგი ქაფიანიძემ იულენ პერეირა (ესპანეთი, 5:3) დაამარცხა.
თანაგუნდელების მსგავსად,
კვარცხლბეკი
რაპირა. ქალები
1. არიანა ერიგო (იტალია), 2. ინა დერიგლაზოვა (რუსეთი), 3. ალისე კოლპი (იტალია), ისაორა თიბასი (საფრანგეთი)... 39. თეონა გოგლიძე (საქართველო), 41. მარიამ ცუხიშვილი (საქართველო).
დაშნა. ვაჟები
1. იანიკ ბორელი (საფრანგეთი), 2. პაოლო პიცო (იტალია), 3. სერგეი ხოდესი (რუსეთი), ნიკოლაი ნოვოსიოლოვი (ესტონეთი).
14 ივნისი
რაპირა (გუნდური), ვაჟები (15 ქვეყანა. საქართველოს ნაკრები: ლუკა ღაღანიძე, არჩილ უგულავა, ლაშა გალუაშვილი, სანდრო სიხარულიძე).
ხმალი (გუნდური), ქალები (12 ქვეყანა, საქართველო: დარია ანტონოვა, ლიკა ჯიჯეიშვილი, მარიამ აფციაური, თეოდორა კახიანი).