ქართველი მოფარიკავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
წლეულს ქართველ მუშკეტერებს დაძაბული სეზონი ჰქონდათ, თამამად შეიძლება ითქვას - წარმატებულიც: სანდრო ბაზაძემ 18-წლამდელ მოხმალავეთა შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო უფროსებში კონტინენტის პირველობაზე მერვე იყო.

ბექა ბაზაძემ ყაზანში მსოფლიო უნივერსიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატში მოხმალავეთა ნაკრები (ბექა და სანდრო ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი) გუნდურ მერვე ადგილზე გავიდა; კადეტთა და ჭაბუკთა მსოფლიო პირველობებზე თბილისელმა მიქაელ მიქაელიანმა (დაშნა) მერვედფინალს უწია, ლუკა ღაღანიძე (რაპირა) კი 32 საუკეთესოში მოხვდა.

23 აპრილს ქართველმა მუშკეტერებმა ბაკურიანს მიაშურეს და ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც
5 აგვისტოდან უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

იქ მოხმალავეთა ტურნირში ძმები ბაზაძეები, მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე ჩაებმებიან, რაპირაში - ღაღანიძე, დაშნაში კი მიქაელიანი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ ბაკურიანში გამგზავრების წინ გვითხრა, რომ ქართველ მოფარიკავეთა უმრავლესობა ესოდენ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ეროვნული ფედერაციის მესვეურთ სურთ, რომ ისინი უფროსებთან ჭიდილს აქედანვე შეაჩვიონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული