დაშნით და ჩადრით

AutoSharing Option
პირველად ისტორიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალ მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას ატარებს სამშობლოს გარეთ - საქართველოში.

საქართველო იმიტომ ავირჩიეთ, რომ თქვენთან არიან საუკეთესო მწვრთნელები, გაქვთ მდიდარი ტრადიციები ფარიკაობაში. არჩილ გოგელიამ, დავით სახვაძემ და მერაბ ბაზაძემ კი საუკეთესო საწვრთნელი პირობები შეგვიქმნეს - გვითხრა ირანის ქალ მოფარიკავეთა ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ალირეზა ტაჰერხანმა.

ირანელი და ქართველი მოფარიკავე გოგონები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში მდებარე დარბაზში და სპორტის აკადემიის მოედანზე გადიან წვრთნას სპეციალურ და საერთო ფიზიკურ მომზადებაში.

ამ თვის ბოლოს კი ირანელებისათვის
მასპინძლები ღია შეჯიბრების გამართვასაც აპირებენ.
გაისად აპრილში იაპონიის ქალაქ ნაკაიამაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების წინ, ფარიკაობაში აზიის ქვეყნების ბოლო სალიცენზიო ტურნირი ტარდება. სწორედ ამ შეჯიბრებისათვის ემზადებიან ირანელები ასე გულმოდგინედ.
მალე ისინი ჩვენს მოფარიკავეებსაც მიიწვევენ თავიანთ სამშობლოში ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული