საქართველოს სპორტულ ღირსებას ახალგაზრდა მუშკეტერები - ლუკა ღაღანიძე და მიქაელ მიქაელიანი იცავდნენ.
მიქაელიანმა ჯგუფში სძლია უილიამ დოლეის (ავსტრალია, 5:3), ხუან ესტებან გუარდერასს (ეკვადორი, 5:3) და ახმეტ აგაევს (თურქმენეთი, 5:1), სამი შეხვედრა დათმო - როდოსლავ ზავროტნიაკთან (პოლონეთი, 1:5), ნიკოლაი ჩალდინთან (ლიტვა, 1:5) და ფრედერიკ ვონ დერ ოსტენთან (დანია, 1:5). მართალია, პლეი ოფში გავიდა, მაგრამ პირველი შეხვედრა სლოვენიელ იან გოლობიჩთან დაძაბულ პაექრობაში ერთი ქულით - 14:15 წააგო.
რაპირაში თავიდან
64 საუკეთესოში მოსახვედრად ღაღანიძე სინგაპურელ ზი იუან თანს თავიდან 5:2-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 9:15 წააგო და მიქაელიანის მსგავსად შეჯიბრებას გამოეთიშა.
7 აგვისტოს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავენი - სანდრო ბაზაძე და საბა სულამანიძე გავლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"