თუ ირლანდიურ გამოცემა The Irish Sun-ს ვერწმუნებით, ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. როგორც გაზეთი იუწყება, მაკგრეგორმა დუბლინში შეხვედრა გააუქმა და ლას ვეგასში გაემგზავრა მოლაპარაკებებისთვის.
"ლას ვეგასში ბევრი საქმე დამიგროვდა. იქ უნდა გამეგზავრო და ყველა საქმე მოვაგვარო. ლას ვეგასში საკრივო ლიცენზიის აღებას ვაპირებ და შემდეგ ვნახოთ, სად დაიმალება ფლოიდი", - მოჰყავს მაკგრეგორის სიტყვები The Irish Sun-ს.
"მაკგრეგორმა და მეივეზერმა მოილაპარაკეს ბრძოლაზე და ჩამოყალიბდნენ ჰონორარების ოდენობაზე. ოფიციალურად, კონტრაქტი ჯერ
ხელმოწერილი არ არის, მაგრამ ყველა დეტალი შეთანხმებულია. ბრძოლის შესახებ, ორი კვირის განმავლობაში გამოაცხადებენ", - განაცხადა მაკგრეგორთან დაახლოებულმა წყარომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"