კრივი: დევიდ ჰეი ბაგირებში გააძვრინეს

AutoSharing Option
სენსაციურად დასრულდა პირველ მძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტონი ბელიუსა და სუპრემძიმეწონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის დევიდ ჰეის შეხვედრა. ბრიტანელთა დაპირისპირებაში ბელიუმ მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

ბრძოლის დასაწყისი მდიდარი იყო მოვლენებით. დევიდ ჰეი უფრო აქტიური იყო, ბელიუ კი, თავის მხრივ, ფრთხილად მოქმედებდა. ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო მეექვსე რაუნდი, როცა მოკრივეებმა დარტყმები გაცვალეს.

სწორედ ამ რაუნდში ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნოკდაუნში ჩავარდა, თან ფეხის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, ძლივს მოძრაობ
და რინგზე.

მე-11 რაუნდში დაუძლურებული დევიდ ჰეი კიდევ ერთხელ ჩავარდა ნოკდაუნში და ბაგირებიდან გარეთ გადავარდა. დევიდმა შეძლო წამოდგომა, მაგრამ საქმეში მისი გუნდი ჩაერია და რინგზე თეთრი პირსახოცი გადააგდო.

ეს შედეგი ბევრმა მოულოდნელად აღიქვა, რადგან ფავორიტად დევიდ ჰეი მიიჩნეოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული