U22. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წარმატებული სტარტი

AutoSharing Option
რუმინულ ბრაილაში დაიწყო 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი. შეჯიბრებაში საასპარეზოდ საქართველოს შვიდკაციანი ნაკრები (ნოდარ დარბაიძე (49 კგ, თბილისი), არტიომ გომციანი (56, ახალქალაქი), ლაშა გურული (64, რუსთავი), ესკერხან მადიევი (69, თბილისი), კონსტანტინე ხვისტანი (75, ქუთაისი), რატი ტლაშაძე (81, გორი) და გიორგი ჭიღლაძე (+91, თბილისი), დელეგციის ხელმძღვანელი დავით წიკლაური, მწვრთნელები - შალვა დუნდუა და ბეჟან ჭიჭინავა, რეფერი ტარიელ გოგოჭური) გაემგზავრა.

კარპატულ რინგზე პირველი გავიდა ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ესკერხან მადიევი, რომელმაც 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბულგარელთა სახელით მოასპარეზე რობერტ ჩამასანიანი დაამარცხა და დღეს
მეორე წრეში მასპინძელ მარიან პიტას შეხვდება. ამ უკანასკნელმა სტარტზე ანდრეი სანჯურას (მოლდოვა) აჯობა.

წარმატებით იასპარეზა 64 კილოში ახალგაზრდებს შორის 2015 წლის ევროპის ბრინჯაოსპრიზიორმა ლაშა გურულმა - გუშინ რუსი ანდრეი კირიჩენკო ჩამოიშორა გზიდან. ხვალ ლაშა სამუელ მოლინასა (ესპანეთი) და ჰასან შოურს (ნორვეგია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მადიევის გარდა, რუმინულ რინგზე დღეს კიდევ ორი ქართველი მოსინჯავს ძალებს: ნოდარ დარბაიძე-დანიილ პლატონოვში (მოლდოვა), გიორგი ჭიღლაძე-არტიომ სუსლენკოვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული