ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან ვეღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან ვეღარ იჩხუბებს. ამ დღეს ხურციძეს მნიშვნელოვანი ბრძოლა ელოდა - მას WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის უნდა ებრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

ცოტა ხნის წინ, ბრიტანელი მოკრივის პრომოუტერის, ფრენკ უორენის განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ხურციძის დაკავების გამო, ბრძოლა დაგეგმილ დღეს აღარ შედგება.

"დღეს შეგვატყობინეს, რომ გუშინ აშშ-ში ავთანდილ
ხურციძე დააკავეს. ამგვარად, მისი დაგეგმილი ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს აღარ შედგება. ჩვენ ამ ბრძოლის გადადება გვსურს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯერ ზუსტი თარიღი ვერ დასახელდება. ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

- ავთანდილ ხურციძე: მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა
- "დიახ, ხურციძე და მაყაშვილი დაკავებულები არიან, ადგილი აქვს გაუგებრობას"
- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...
- იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...
მკითხველის კომენტარები / 4 /
ავთო ჩემი საყვარელი სპორტსმენია !!! ძალიან გული დამწყდება თუ მართლა მეგობრობს ქურდებთან, მაგ დამღუპველ სენთან. იმედია მართლა გაგებრობაა და ყველაფერი კარგად ექნება ამ ქართველს კაცს
lasha19
23:13 08-06-2017
0
ჩხუბი და ხულიგნობა რომ დაებრალებინათ,ვიფიქრებდი,შეიძლება მართალიაო,მაგრამ ხურციძე და ჰაკერობა?რა სისულელეა.
სოსო
23:44 08-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული