საუკუნის ბრძოლა ახლოვდება: ფლოიდ მეივეზერმა მზადება დაიწყო

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი რინგზე დაბრუნდა და მზადება დაიწყო კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ ჩხუბისთვის.

გუშინ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ექვსრაუნდიანი სპარინგი ჩაატარა თანამემამულე დევინ ჰეინის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: მეივეზერის კომპანიამ Mayweather Promotions-მა 26 აგვისტოსთვის ლას ვეგასში დაჯავშნა არენა MGM Grand. გარდა ამისა, ერთი დღით ადრე აწონვის ცერემონია დაგეგმა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებს წარმოადგენს, შეიტანა განაცხადი საკრივო ლიცენზიის მისაღებად. გარდა ამისა, ირლანდიელს უკვე ხელიც აქვს მოწერილი მომავალი ბრძოლის კონტრაქტისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული