60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი გუშინ პავლო იშჩენკოსთან (ისრაელი) დამარცხდა, ხოლო 81 კილოში იაგო კიზირიამ იტალიელ ვალენტინო მანფრედინიასთან წააგო.
მიუხედავად ამისა, ორივე მოკრივემ მეოთხედფინალში გასვლით 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ ლიცენზია მოიპოვა. ამ შეჯიბრებას კი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გერმანიის ქალაქი ჰამბურგი უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)