"ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ"

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა "ფეისბუქზე" სპორტსმენის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა.

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ.

არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით.

100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე
კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით", - ნათქვამია ავთანდილ ხურციძის მიმართვაში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
უმწიკვლოები ციხეში არ ხვდებიან
tazo
07 ივლისი 2017 16:48
0
წაიღადავა თავის მოკლე ჭკუით.
odala
07 ივლისი 2017 16:47
0
უმწიკვლო კი არა თავში აუივარდა! ქუთაისს არ იყო გაშორებული.ყველა დაიკიდა. ვინც კი ოდესმე დახმარებია. პირველი მწვრთნელი, რომელმაც შვილივით აღზარდა. მარიაჟობა .ჰო და იმარიაჟე და იყავი. დიდი მოკრივე არასოდეს არ ყოფილა.
beqa
07 ივლისი 2017 16:46
0
მაგის შემყურე ვარჯიშობენ თურმე.. კრივი რა არის არ იცოდნენ აქამდე ამერიკელებმა..
მოკრივე
07 ივლისი 2017 16:28
0
ბოდიში მაინც მოეხადა კაცურად..
დათა
07 ივლისი 2017 16:23
0
შეიძლება კარგი მოკრივეა მაგრამ ამის ინტერვიუები და გამოხტომები რაღაც თავიდანვე არ მომწონდა. დაბალი ინტელექტის მქონე კუნთმაგარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მარტო ჯვრიანი ქუდის ტარება არ არის შენი ქვეყნის სიყვარული. ვის სჯერა ეხლა რომ ეს ფრთიანი ანგელოზია? ან ვის რა ჯინი უნდა ქონდეს ამერიკაში პატიოსანი და შრომისმოყვარე მოკრივის?კოდიას დააბრალოს ოღონდაც ან ტრამპს
fraternity
07 ივლისი 2017 16:20
0
ერთ-ერთი ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძის სპორტულ წარმატებებში სწორედ რაჟდენ შურრაიას მიუძღვის დიდი წვლილი. ბევრი მატჩი ტოტალიზატორებშიც იდებოდა და ხელზეც "იმაზებოდა".
ლაშა
07 ივლისი 2017 15:45
0
ჩვენი მაიკ ტაისონაა რა.
brooklyn
07 ივლისი 2017 15:11
0
BOIKA gaichita ra. Rogorc amerikul pilmebshia cixi ukanano chxubebi da yopili chempioni da bolo gadamcyveti mrdzola romelic unda caagos cixis ufrosis favorittan tu ara garet verasodes gava. erti BOIKA chvenc gavzavrdet kartvelebma
Rezoia
07 ივლისი 2017 14:13
0
მისი ადგილი ციხეშია. როდესაც ადამიანი არჩევ ასეთ სპორტს როგორიც არის ბოქსი და ამდენს მიღწევ დიდი შრომით და ოფლით როგორ უნდა შეცდე და გაღორდე იმდენად რომ ვიღაც ნაძირალა რაჟდენ შულაიას ცუმბუშა გახდე და საკუთარი ემიგრანტებს რომელთაც რის ვაი ვაგლახით წლობით წვალებით ერთი ორი კაპიკი უშოვნიათ იმათ სძალავ და სცემ. მსოფლიო დონის ბოქიორი რომ ჩვეულებრივ ადამიანზე ზელს ასწევ და დაართყამ მაშინვე დასაჭრი ხარ როგორც იარაღის ხმარებაზე სხვა რომ არაფერი. ტყუილ პრჯვრისწერას ასეთი ადამიანებისგან რა აზრი აქვს? სამწუხაროდ ეს პიროვნება და მისნეარები არიან რომ ყველაზე ცუდ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. სუფთა ადამიანი სხვის კარგს შურით და ღვარძლით არც უნდა უყურებდეს. ვინც კი ამ ერთუჯრედიანს ამართლებს ისიც მტყუანია და დასასჯელი. საქართველოს ერთ ერთი დიდი პრობლემა - ზოგს ქურდობა კაი კაცობად მიაჩნია კიდევ.
n
07 ივლისი 2017 13:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული