"ციხეში მოდიან ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო?"

AutoSharing Option
8 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის დროებითი ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის ნაცვლად ამ თარიღს აშშ-ის ფედერალური საპატიმროს საკანში შეხვდა.

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ივნისის დასაწყისში JFK-ის აეროპორტში დააკავეს და რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობას ედავებიან.

"ჩაქუჩა" დარწმუნებულია, რომ მალე გაამართლებენ და სანდერსსაც აუცილებლად დაამარცხებს.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფედერალურ ციხეში მყოფ ქართველ მსოფლიო ჩემპიონთან, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

- მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ფაქტობრივად, არავინ მყავს და არის საშიშროება, ჩემი კავშირების მქონე კაცმა ადვილად
მოახერხოს ქვეყნიდან წასვლა. ამიტომ 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ...

- წაგიყენეს?
- 38 დღეა გასული (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ივლისს - ავტ.), მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!

- დღეში ორი საათი სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიცი, აქედან გასვლის შემდეგ ბევრი მოინდომებს ჩემთან ბრძოლას! თუ საჭირო გახდა, მწვრთნელსაც შემოვიყვან, რადგან კონტრაქტიც მაქვს და მენეჯერებიც მყავს.

- პატიმრები გიცნობენ? იციან შენი ჩემპიონობის ამბავი?
- მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ. ერთად ვვარჯიშობთ... მოკლედ, ყველაფერი გიამბეთ, ამერიკის ციხიდან ჩაგაბარეთ აღსარება.

ინტერვიუს ვრცელი ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 34 /
ე ბიჯო, ქურდობა სდომია ამ კაცს და შეგეშვათ აქამდე ციხეში. იპოვა საკუთარი თავი მგონი.
odala
10 ივლისი 2017 16:06
0
ადვილად რომ იძლეოდნენ, ყველა ჩაწერდა და ექსკლუზივი აღარ იქნებოდა :P
ქართველს
10 ივლისი 2017 15:54
0
ჩაქუჩე ჩამოი ბიჭო საზღვარი გადმოწია რუსებმა და მოგვახმარე მაგ კუნთები რაჟდენიას თავი დაანებე ბიჭო
ტროლი
10 ივლისი 2017 15:52
0
ე კაცი მაყურებელია გონია.გონია ქურდიც გახდეს მარა დროშის ფრიალი დაატორმუზებს.დაარიგეთ ვინცხამ რაც ცოტას ილაპარაკებს უკეთესია.
გიჟუა
10 ივლისი 2017 15:49
0
რა მაინტერესებს ინტერვიუს როგორ იძლევიან ასე ადვილად ამერიკის ციხიდან?
ქართველი
10 ივლისი 2017 15:38
0
პატიმრებმა გაიგეს ამის უმწიკლობა და ჭკუას ეკითხებიან. შეგირცხვათ ნამუსი ამერიკის პოლიციაა.
ავი თანდილი
10 ივლისი 2017 15:30
0
ამერიკაში ხდება მიკერძოება თუ სადმე ხდება, აბა ტყუილად კი არ არსებობენ ამდენი მილიონერი ადვოკატები და სხვადასხვა ლობი. მაგრამ ბევრი პრადვონუტი ქართველი ამას რავა დეიჯერებს, იქ ხომ "ძემოკრატიაა" :)
ემიგრანტი
10 ივლისი 2017 14:52
1
ძალიან საწყენია რომ ციხეში აღმოჩნდა. გულით მინდა დანაშაული არ დაუმტკიცდეს, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებ მჯერა...
David
10 ივლისი 2017 14:26
1
აბა ამერიკის სასამართლოც რა არა ობიექტური და მიკერძოებული ყოფილა:-) ამას და ამნაირებს რო ართმევთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს ,თან ქვეყნის პატრიოტებად გამოგყავთ იმიტომაც მიდის კარგათ ჩვენი ქვეყნის საქმე.
სიმართლე
10 ივლისი 2017 14:16
0
პატიმრებმა გაიგეს ამის უმწიკლობა და ჭკუას ეკითხებიან. შეგირცხვათ ნამუსი ამერიკის პოლიციაა.
ავი თანდილი
10 ივლისი 2017 14:09
0

სიახლეები პოპულარული