ამ ბრძოლის უფლებაზე ვაჭრობა 23 აპრილს, პანამაში გაიმართა. ხრიუნოვმა რუსი ბიზნესმენის ანდრეი რიაბინსკის დახმარებით 23 მილიონი დოლარი გადაიხადა. პრომოუტერულმა კომპანია K2 Pormotion-მა, რომელიც კლიჩკოებს ეკუთვნით, მხოლოდ 7.1 მილიონი დოლარი წარმოადგინა, ხოლო კომპანია Sauerland Event-მა, რომელიც პოვეტკინის ინტერესებს წარმოადგენს გერმანიაში, ექვსი მილიონი დოლარი გაიმეტა.
მომავალ ბრძოლაში ჰონორარი შემდეგნაირად განაწილდება - 75 პროცენტი ერგება კლიჩკოს და 25 პროცენტი - პოვეტკინს.
როგორც რუსული პრესა
ამ საჩემპიონო შეხვედრამდე, კლიჩკოსა და პოვეტკინს თითო ბრძოლა ელით. უკრაინელი 4 მაისს დაუპირისპირდება იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას, რუსი კი 17 მაისს შეხვდება პოლონელ ანჯეი ვავჟიკს.
შეგახსენებთ, რომ კლიჩკოს ეკუთვნის სუპერმძიმე წონაში WBA-ის “სუპერჩემპიონის” ტიტული, აგრეთვე საჩემპიონო ქამრებს ფლობს IBF-სა და WBO-ის ვერსიით. ხოლო პოვეტკინი WBA-ის ვერსიით მსოფლიოს “ჩვეულებრივი” ჩემპიონია. სწორედ ამ კომპანიამ დაავალდებულა კლიჩკო 31 აგვისტოს პოვეტკინს შეხვედროდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო რიოზე ფიქრს არ ეშვება